შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში ერთი პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. კალაშნიკოვის სისტემის, ა-კა-74-ის მოდელის მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.