ტერორიზმი

პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას ითხოვს

AP

პარიზის ტერაქტების მთავარმა ორგანიზატორმა სალაჰ აბდესლამმა აზრი შეიცვალა და საფრანგეთში ექსტრადირებას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, აბდესლამი აღარ თანამშრომლობს ბელგიის პოლიციასთან და სურს, რაც შეიძლება, მალე გადასცენ საფრანგეთს.

ცნობისთვის, წინა დღეებში 26 წლის აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა.

ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს, ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

კომენტარები