თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტი: აკადემიურმა საბჭომ გაფრინდაშვილის კანდიდატურა დარღვევით შეარჩია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათილად უნდა ცნოს ოქმი, რომლის თანახმადაც, აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, აკადემიურმა საბჭომ იოსებ არჩვაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, კანცლერის ახალი კონკურსი არ გამოაცხადა და კანცლერობის კანდიდატი ძველი კონკურსის ფარგლებში დარჩენილი კანდიდატებისგან შეარჩია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა დასკვნა თსუ-ის ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით შეადგინა. დოკუმენტი უნივერსიტეტს 16 მარტს გადაეგზავნა.

კომენტარები