საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ქორწინების შესახებ დაგეგმილი ცვლილება პარლამენტთან გააპროტესტეს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი გააპროტესტა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს მოუწოდეს, არ დაუშვან ამ ცვლილების კონსტიტუციაში შეტანა.

"შეწყდეს ლგბტ თემის დემონიზება საქართველოში და შეწყდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ამ თემის გამოყენება, როგორც წინასაარჩევნოდ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფებისგან მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტი",- ამბობს აქციის მონაწილე.

კომენტარები