საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

სუბარი ქორწინებაზე ცვლილებაზე: აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაურია

ჩვენი დაპირება, ჩვენი წინადადება იყო, რომ ეს ცვლილება [ქორწინების დეფინიციაზე] უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და აუცილებლად შევა. არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე ადამიანის უფლებების დარღვევის - ის ფორმულირება, რომლის შეტანასაც ჩვენ ვფიქრობთ კონსტიტუციაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. თუ ეს უფლებების დარღვევაა, მაშინ სამოქალაქო კოდექსიდანაც უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი. არავინ ამბობდა დღემდე, რომ დარღვევაა, რატომ იქნება კონსტიტუციაში დარღვევა ადამიანის უფლებების ის, რაც არ არის დარღვევა სამოქალაქო კოდექსში. თუ დარღვევაა, გვითხრან, რას გვთავაზობენ, რით შეიძლება, შევცვალოთ სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი. არ არსებობს ეს კითხვა. ეს არის აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაური, რომელიც უსაფუძვლოა და არაფერ შუაშია ადამიანის უფლებებთან. კონსტიტუციაში ჩაწერა მეტი ლეგიტიმაციაა, რომ არ იყოს საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვები.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ.

კომენტარები