თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრემიერი: თვითმმართველობაც საჭიროებს რეფორმას

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი. წარსულში გარკვეულწილად თვითმმართველობას და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყენებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმას. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, რეფორმირების პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული და სადაც არ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტების ქუჩაში გამოდიოდნენ, სასწავლო პროცესი იშლებოდეს. მოხარული ვარ, რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები