თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიშნიანიძე: სამწუხაროდ, ვერ შევძელით თსუ-ში დაგვებრუნებინა პროფესურა

სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ თავსმოხვეულმა კოჰაბიტაციურმა ფონმა არ შეგვაძლებინა, უკან დაგვებრუნებინა კვალიფიციური პროფესურა, რომელთა ადგილი დაიკავეს პოლიტიკურად გააქტიურებულმა პოლიტიკანებმა. ისინი დღეს ისე ებღაუჭებიან სკამებს, რომ მათი მოცილება ამ სკამებიდან ვერ შევძელით სამუდამოდ. სამწუხაროა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიწვიეს ის, რომ ისინი ცდილობენ სტუდენტები თავიანთი ფარული მიზნებისთვის გამოიყენონ და ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წესიერ, დალაგებულ ქვეყანაში არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ. ეს ხომ გამორიცხულია. ამიტომაც, ისინი ეთამაშებიან ცეცხლს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი გონიერი, ჭკვიანი ახალგაზრდობის, რომ ისინი არ წამოეგებიან ამ ანტისახელმწიფოებრივ ანკესს, მხოლოდ დიალოგის გზით გადაწყდება ყველაფერი და ჩადგება თავის კალაპოტში. სამწუხაროდ, ვერ შევძელით, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ბოლომდე დეპოლიტიზაცია გაგვეკეთებინა. ეს ფაქტია, მაგრამ ყველაფერი წინ არის და უნდა შევძლოთ, რომ ყველაფერი დალაგდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე თსუ-ში შექმნილ მდგომარეობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები