თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თვითმმართველობა რექტორის გადადგომის მოთხოვნას არ ცვლის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების მინისტრის მოადგილის გია შარვაშიძისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობებთან უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა წუხელ, ღამის 3 საათამდე მიმდინარეობდა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აქციის შეწყვეტაზე და უნივერსიტეტის შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს, სანამ მათი რექტორი არ გადადგება.

"თუ წავა რექტორი თანამდებობიდან, ჩვენც დავტოვებთ უნივერსიტეტის შენობას", - განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა.

თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბახტურიძის თქმით კი, თუ რექტორი გადადგება, თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებს გამოაცხადებენ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის გადადგომის მოთხოვნას შეწყვეტდა, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები პროტესტის შესაჩერებლად მზად იყვნენ.

რადგან შეთანხმება ვერ შედგა, დღეს, 16 მარტს, სტუდენტების ორივე ჯგუფი აქციას გამართავს. თვითმმართველობა აქცია პირველი კორპუსის წინ, 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო აუტორიია #115-ის – პირველი კორპუსის შიდა ეზოში, 13:00 საათზე.

კომენტარები