ფარული კადრები

ალასანია: ეს არის წმინდად KGB-ს მეთოდები

ეს არის წმინდად KGB-ს მეთოდები. ეს არის მეთოდები, რომელსაც აგრძელებს ნაწილი ხელისუფლებაში, რომელიც აკონტროლებს სპეცსამსახურებს. ღრმად მწამს, რომ ასეთ რამეებში თავს არ გაიხვევს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ხოლოდ ის, რომ ასეთი რამეები კეთდება მისი ზურგის უკან, ეს არ ამართლებს უმოქმედობას.ჩვენ უნდა დავინახოთ შედეგი. ამ კონკრეტული დანაშაულების შემდეგ, უნდა მიიღონ სპეცსამსახურების ყოფნა-არ ყოფნის გადაწყვეტილება. პირდაპირ დგას პასუხისმგებლობის საკითხი, ეს ყველაფერი უნდა იყოს რეალურად გამოძიებული, ის კი არა, რომ ვიღაც შუალედური ადამიანი დააკვონ და ამით დაასრულონ, მაგალითად პეტრიაშვილზე სიცოცხლის მოსპობის და თავდასხმის საქმე რაღაც ეტაპზეა გაყინული, ჩვენ ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს. მხოლოდ შემსრულებელი არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯოს ვინც ეს ჩაიფიქრა და ვინც ეს ორგანიზებულად გააკეთა. ამ შემთხვევაში, დადგება და ჩვენ დავაყენებთ კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, ფარული ჩანაწერების შესახებ.

კომენტარები