შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს [1971 წელს დაბადებული ზ.გ.].
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც ეს მასალა უკანონოდ გავრცელდა.
გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.