თანადგომა მინდა გამოვუცხადო ეკა ბესელიას. ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წევრი, რომელსაც პოლიტიკური წარსულის დიდი დამსახურება აქვს. იყო პერიოდი, როდესაც თუნდაც ჩვენი გუნდის წევრები არ ჩანდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეკა ყოველთვის იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. ასე რომ, არათუ ვუსმენ, არამედ თანადგომას ვუცხადებ. როგორც ვიცი ეკა ბესელიას შს მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია აქვს და რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. ცხადია, ყველა ვერსია დამუშავდება, თუმცა ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საკითხი. რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს დამკვეთი, ვისთვისაც მახასიათებელი იყო ბრძოლის ასეთი ამორალური და ბინძური მეთოდები. ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ. გახსოვთ ალბათ ცოლი ქმარს არ ესაუბრებოდა, სანამ მობილურს არ დაშლიდნენ. აი, ეს არის მძიმე რეალობა. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შემოქმედება, რომელიც ძალიან მძიმე რეალობას ქმნის
tbl.ge/3gg3
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"
ამავე თემაზე
- მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქალთან ინტიმური კადრები ფარულად გადაიღო და გაავრცელა
- ბესელია ფარულ კადრებზე: საგანგებო განცხადებას გავაკეთებ და სახელს დავარქმევ ყველაფერს
- მათიკაშვილი: პირადი კადრების გავრცელებასავით უზნეო საქციელია ასეთის დაბრალება სხვა პირზე
- ზარდიაშვილი ფარულ კადრებზე: ბესელიასთან ერთად მოვითხოვ გამოძიების დასრულებას
- ბესელია: ივანიშვილს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამის შესახებ პირადად ვეუბნები