ერთი თვე აპრილის ბოლოს გადის. ვიცი, რომ ამ საქმის გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები, მათ შორის, არიან, ამერიკელებიც. მალე გავეცნობი საქმის მასალებს, ამის უფლება, როგორც მხარეს, მაქვს. შემდეგ ვაპირებ, შემაჯამებელ შეხვედრებს პასუხისმგებელ პირებთან, ვისაც გამოძიება მიჰყავს. ველოდები მთავარ კითხვაზე პასუხს - ვინ იყო ამ დანაშაულის ჩამდენი, პირველწყარო, როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე, მეორე შემთხვევაში. ეს განცდა, რაც ადამიანებს აქვთ, რომ დაუცველები არიან, არის ძალიან სახიფათო, ეს არის წითელი ხაზი. ამ კითხვებზე პასუხს მივიღებ, ან ვერ მივიღებ, იმის მიხედვით მექნება პოზიცია. აუცილებლად, საგანგებო განცხადებას გავაკეთებ და სახელს დავარქმევ ყველაფერს. ეს სახელი როგორი იქნება, დამოკიდებული იქნება შედეგებზე, თუ როგორი იქნება შედეგები. ეს დრო საკმარისია იმისთვის, ერთი მთავარი პასუხი მაინც იყოს ამ კითხვაზე და რაღაც უმწიფარ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მთელი ეს ტვირთი არ გადავიდეს. რა თქმა უნდა, ყველას რაღაც თავის როლი აქვს, მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის, რომ ოჯახები გაუბედურდეს და ეს სიმძიმე აქეთკენ გადმოიტანონ
tbl.ge/3lo2
დაკოპირდა
დეპუტატი ეკა ბესელია პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი.
ამავე თემაზე
- მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქალთან ინტიმური კადრები ფარულად გადაიღო და გაავრცელა
- მათიკაშვილი: პირადი კადრების გავრცელებასავით უზნეო საქციელია ასეთის დაბრალება სხვა პირზე
- ზარდიაშვილი ფარულ კადრებზე: ბესელიასთან ერთად მოვითხოვ გამოძიების დასრულებას
- ხუნდაძე ენმ-ზე: ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ
- ბესელია: ივანიშვილს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამის შესახებ პირადად ვეუბნები