დაპირისპირება კოალიციაში

კალაძე: არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს


ბატონმა პრემიერმინისტრმა ვრცლად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია: არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის ნამდვილად არ მიმდინარეობს. ზოგადად, კოალიცია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს არის ის კოალიცია, რომელშიც შეიკრიბა სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. ეს გუნდი შეიკრიბა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და მაშინ მთავარი ამოცანა სააკაშვილის სიხლიანი რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშორება იყო. ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. რა თქმა უნდა, სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვსდგებით, ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა, მოსაზრება და ეს რა თქმა უნდა, ერთიან კონტექსტში პრემიერმინისტრთან, კოალიციის ლიდერთან გასავლელი იქნება.

რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის "ორპარტიული შეთანხმების" გაფორმების ალბათობაზე ვიცეპრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები