დაპირისპირება კოალიციაში

ხიდაშელი: სისტემური კამპანიის წარმართავი ძალები მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ

ეს კოალიციის საწინააღმდეგო სისტემური კამპანიაა, ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?! გოგი თოფაძეს არ აურჩევია რესპუბლიკური პარტია კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად. გოგი თოფაძე ჰორიზონტზეც კი არ არსებობდა, როდესაც კოალიცია ქართული ოცნება იქმნებოდა. მან თავად თქვა, რაღაც ბიზნესის პრობლემები მქონდა და ვერ შევუერთდი თავიდანო. სინამდვილეში ეს ასე არ იყო და ის არავის დაუპატიჟია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო.  გოგი თოფაძის არ გადაუწყვეტია, არ აურჩევია, მისი ოცნება არ ყოფილა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო, ან გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი ყოფილიყო ან შემდეგ პრემიერმინისტრი ყოფილიყო, ან ის მთავრობა ყოფილიყო, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ეს მისი გადაწყვეტილებები არ არის, ის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატია, რომელსაც აქვს ერთი ჩვეულებრივი ხმა საქართველოს პარლამენტში და ამ ხმას აძლევდა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს. ეს არის კამპანიური მოქმედება და ამის უკან დგანან ძალები, მაგრამ ეს ძალები კოალიციაში არ უნდა ვეძებოთ, ეს ძალები ჩვენ მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ.

კომენტარები