დაპირისპირება კოალიციაში

ხიდაშელი: კამპანია ოპოზიციაში გადასვლას ემსახურებოდა, არსად ვაპირებ წასვლას

ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. აუცილებლად ვთვლი ამას და ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რესპუბლიკელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები