გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: სოკართან ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო აქტივიზმის შედეგი არ იყო

სამოქალაქო აქტივობას მე ვერ აღვნიშნავ ნამდვილად. დღეს მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოთმინებისთვის, რადგან სწორედ მოსახლეობამ მოგვცა მთავრობას მანდატი, რომ გვეწარმოებინა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. თუმცა ჩვენ ქვეყანაში არიან გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას, ზოგადად ამ დარგის დისკრედიტაციას და თავიანთ დემაგოგიასა და სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებებით უნდათ წარმოაჩინონ თითქოს საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. სხვათა შორის ესენი არიან იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ამბობდა, რომ ამ მაგისტრალის რუსეთზე მიყიდვით არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, ჩვენ მიერ დამატებითი მოცულობების შეძენაზე კი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი.

იმედის ეთერში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არსებულ სამოქალაქო პროტესტს სოკართან დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გავლენა არ მოუხდენია.

კომენტარები