გაზპრომთან მოლაპარაკებები

"დაიცავი თავისუფლება" 6 მარტის გაზპრომის საწინააღმდეგო აქციას უერთდება

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" გაზპრომის საწინააღმდეგო აქციას უერთდება, რომელიც 6 მარტს იმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, კვირას, 14:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებებს გააპროტესტებენ.

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს. პლატფორმამ საქართველოს ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებები უკვე არაერთხელ გააპროტესტა. "დაიცავი თავისუფლებამ" გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ პრემიერმინისტრთან შეხვედრაც ითხოვა, თუმცა, გიორგი კვირიკაშვილისგან უარი მიიღო.

პლატფორმაში "დაიცავი თავისუფლება" 17 ორგანიზაცია შედის.

კომენტარები