ტერორიზმი

სტამბოლში ორი ქალი პოლიციის შენობას დაესხა თავს

Getty Images

სტამბოლში ორი შეიარაღებული ქალი პოლიციის შენობას თავს დაესხა. მათ შენობაში ჯერ ხელყუმბარები შეყარეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს.

Al Jazeera-ს ჟურნალისტის ცნობით, თავდამსხმელები ამ დროისათვის პოლიციასთან ახლოს მდებარე შენობაში არიან ბლოკირებული, სპეცრაზმს კი ტერიტორია გადაკეტილი აქვს. თავდამსხმელთა ვინაობა და ტერაქტის მოტივი უცნობია.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უსაფრთხოების მიზნით, ახლოს მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები