დაკავება

არადეკლარირებული ძვირფასეულობის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ურფათ რუსალოვას საბაჟო გამშვები პუნქტ "წითელი ხიდის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლალირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები, რის გამოც ის დააკავეს.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები