გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ბუტროს ბუტროს-გალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN გაეროს უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუტროს ბუტროს-გალი კაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის მენჯის მოტეხილობის გამო მოათავსეს.





