უკრაინა

25 სპეცრაზმელის ვინაობა, რომელიც მაიდანზე აქტივისტებს ესროდა, ცნობილია

BBC

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცნობილია იმ 25 ადამიანის ვინაობა, რომლებიც 2014 წლის 20 თებერვალს კიევში ევრომაიდანზე აქტივისტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 მათგანი ბერკუტის წევრია, ორი - მათი მეთაური. ოცივე მათგანი ძებნაშია, დანარჩენი ხუთი კი - პატიმრობაში.

7 თებერვალს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა ისიც თქვა, რომ პროკურატურამ დაადგინა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის კავშირი მკვლელობებთან. მან მომავალში იანუკოვიჩის პასუხისგებაში მიცემის იმედი გამოთქვა.

2014 წლის 20 თებერვალს, მაიდნის დაშლის რამდენიმეღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ძალოვნებმა მაიდნის აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დღეს ევრომაიდანზე ასამდე დემონსტრანტი, მათ შორის, საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა. 22 თებერვალს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი დატოვა, უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა.

კომენტარები