ტერორიზმი

კანადა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე საჰაერო იერიშებს 22 თებერვალს შეწყვეტს

PA

კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თქმით, 22 თებერვლიდან კანადა სირიასა და ერაყში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე იერიშებს აღარ განახორციელებს. რეგიონიდან 6 სამხედრო თვითმფრინავის გამოწვევა ტრიუდოს საარჩევნო დაპირება იყო. ერაყსა და სირიაში კი ორი კანადური სადაზვერვო თვითმფრინავი დარჩება. ტრიუდოს თქმით, 70-დან 200-მდე გაიზრდება კანადელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობა რეგიონში, რომლებიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ ადგილობრივ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებენ.

ტრიუდოს გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა ოპოზიციამ. ოპოზიციის ლიდერის რონა ემბროუზის თქმით, იმის ფონზე, რომ კანადის მოკავშირეები ISIS-ზე დარტყმებს აძლიერებენ, კანადის მხრიდან უკან დახევა არასწორია.

კომენტარები