დავა მაესტროს გარშემო

რუხაძე: მაესტროში თანხა არ ჩამიდია, პროცენტით ვასესხე ჩემს მეგობარს

მაესტროში თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ, ვასესხე ჩემს მეგობარს. არ არის თქვენი საქმე [რამდენი ვასესხე], კითხეთ უცნობს და თუ გეტყვით... პროცენტით დამიბრუნებს. ის წილი, რომელიც მან იყიდა, საკმარისია, რომ გადაფაროს ჩემი ნასესხები თანხა. ეჭვი არ მეპარება, რომ დააბრუნებს, ამიტომ მე მაწყობდა, რომ გამეკეთებინა... ჩემი მეგობარია და ვასესხე. კარგა ხანია, მაესტროს ყიდის კოტე გოგელია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გოგელია ხუთ-ნახევარ მილიონს ითხოვს, რაზეც უცნობი არ თანხმდება. ეს არის და ეს. ვერ თანხმდებიან, ვერ მოილაპარაკეს და იმიტომ ატყდა ერთი ამბავი. მაესტრო იყიდება კაი ხანია უკვე, მიდის მოლაპარაკება, აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.

უთხრა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ 20/30-ს.

კომენტარები