დავა მაესტროს გარშემო

"სტუდია მაესტროს" ახალ დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა

შპს "სტუდია მაესტროს" ახალ დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა. პარტნიორთა კრებამ მას მხარი 80%-ით 20%-ის წინააღმდეგ დაუჭირა. ზურაბ ნაყეური, სავარაუდოდ, დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მაკა ასათიანის ადვოკატის ინფორმაციით, ასათიანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ნაყეურის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

ადვოკატისვე ინფორმაციით, ზურაბ ნაყეურმა ფინანსური პრობლემების მოგვარების გარკვეული გეგმა დღესვე წარადგინა პარტნიორთა კრებაზე.

კომენტარები