დავა მაესტროს გარშემო

მაესტროს ჟურნალისტები საქალაქო სასამართლოსთან პირაკრულები იმყოფებოდნენ

მაესტროს თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. ისინი სასამართლოსთან სიმბოლურად პირაკრულები იმყოფებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახდენს, შედეგად კი, მას გადაწყვეტილებები ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ გამოაქვს.

მაკა ასათიანის ადვოკატმა ლევან გაჩეჩილაძესა და ასათიანს შორის მოლაპარაკები არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ამ თემაზე განცხადებას თავად მაკა ასათიანი გაავრცელებს. გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს მამუკა ღლონტიც. დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მაესტროს ერთ-ერთმა მეწილემ ეკა აკობიამ გუშინ მოუწოდა.

დღესვე მაესტროს ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ითხოვენ, რომ დავაში მონაწილე მხარეებმა ჟურნალისტებს მშვიდ და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.

კომენტარები