დავა მაესტროს გარშემო

გაჩეჩილაძე: თანამშრომლები გაფიცვას წყვეტენ, ხვალ ახალი დირექტორი გვეყოლება

გია გაჩეჩილაძე
civil.ge

ტელეკომპანია მაესტროს 55-პროცენტიანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მაესტროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებენ.

გაჩეჩილაძის განცხადებით, ხვალ გაიმართება პარტნიორთა კრება, რის შემდეგადაც ტელეკომპანიის ახალი დირექტორი დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ.

 

კომენტარები