დავა მაესტროს გარშემო

შპს სტუდია მაესტროს გაკოტრების პროცესი შეწყდა

შპს სტუდია მაესტროს გაკოტრების პროცესი შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, კრედიტორთა პოზიციის გათვალისწინებით, მოსამართლემ მიიღო.

კრედიტორთა უმეტესობამ მაესტროს გაკოტრების პროცესის შეჩერებას მხარი დაუჭირა, ზოგმა თავი შეიკავა, რამდენიმე კი წინააღმდეგ წავიდა.

კრედიტორებს არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ყველა ვალის დაფარვის პირობა მისცა.

2015 წლის შემოდგომაზე მაესტრომ სასამართლოში გაკოტრების შესახებ საქმის წარმოება დაიწყო. მაშინდელი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე ამბობდა, რომ აუდიტმა მაესტროს ვალი, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 54 მილიონ ლარად შეაფასა და მაკა ასათიანი უმსხვილეს კრედიტორად დაასახელა.

გია გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ ეს ვალები გაბერილია. მისი ადვოკატი ამბობდა, რომ გაკოტრების საქმე ასათიანის მხარდაჭერით დაიწყო, რათა ტელეკომპანია მაესტრო გაყიდულიყო.

კომენტარები