პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში პრემიერმინისტრი დაესწრება

ტაბულა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. პრემიერი თვლის, რომ ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

"პრემიერმინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია, ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 3 თებერვალს, 14:00 საათზე გამოვა.

კომენტარები