პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

მდინარაძე: გუშინ პრეზიდენტი გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და დეპუტატებს

ტაბულა

"გუშინ პრეზიდენტი გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს" - უმრავლესობის ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გუშინ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დატოვებას ეხმაურება. 

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს  რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ, იქნებ, მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ თუ მართლა უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, შევთავაზოთ სატელევიზიო დებატების ფორმატი.“- ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდება. მისივე თქმით, პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, უმრავლესობა მზადაა დებატები ნებისმიერ ფორმატში გამართოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს  რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ, იქნებ, მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ თუ მართლა უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, შევთავაზოთ სატელევიზიო დებატების ფორმატი, სადაც  საშუალება იქნება, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი. იმედია, ის ჩვენს ამ შემოთავაზებას მიიღებს." - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი დებატების ფორმატთან შეუთანხმებლობა გახდა. გიორგი მარგველაშვილი კითხვა-პასუხის შესაძლებლობას ითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი უთხრა, რომ ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს და მას პასუხის შესაძლებლობა დასკვნი სიტყვაში მიეცემა.

კომენტარები