პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი დებატებზე: ასე შემიძლია ტელევიზორშიც ვუყურო ამ სხდომას

თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და მე მივესალმე დებატების ფორმატს. ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ. ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარსს ვერ ვხედავ. ასე შემიძლია ტელევიზორშიც ვუყურო ამ სხდომას. აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არსად არ წერია რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

გიორგი მარგველაშვილი დებატების ფორმატის შესახებ საუბრობს მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. მას მიაჩნია, რომ ცალკეულ დეპუტატებთან დისკუსიაში შესვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ეს რეგლამენტს ეწინააღმდეგება. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისთვის სიტყვის მიცემის თაობაზე, დავბრუნდება.

კომენტარები