ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1966 წელს დაბადებული პირი. უწყებაში აცხადებენ, რომ ა.ა. თბილისის ინტერპოლისა და საკონტროლო გამშვებ პუნქტ სადახლოს თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს და მას ინტერპოლი 2014 წლის 5 ნომებრიდან ეძებს.

შსს-ს ინფორმაციით, ა. ა. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

"დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის იგი გადაყვანილია შსს-ს მარნეულის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში" - აღნიშნავენ შსს-ში.

კომენტარები