ელიტური კორუფცია

გიგაური: ქვეყანაში კვლავ არის ელიტური კორუფციის რისკები

ერთი მხრივ, კარგია, რომ [კორუფციის აღქმის] ეს დონე შენარჩუნებულია, თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა მთავრობამ უნდა იზრუნოს უკეთესი შედეგის დასადებად. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, თუმცა კვლავაც არის ქვეყანაში ელიტური კორუფციის რისკები. იმისთვის, რომ ეს რისკები არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია შეიქმნას ქმედითი მექანიზმები. ერთ-ერთი ასეთი ქმედითი მექანიზმი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც დაექვემდებარება არა აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ პარლამენტს. მისი მიზანი იქნება იმ ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენა და გამოძიება, რომლებიც დაკავშირებულია მინისტრებთან, მინისტრის მოადგილეებთან, მერებთან, გამგებლებთან და ა.შ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური Transparency International-ის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მონაცემებზე. ანგარიშში წერია, რომ საქართველო 100 შესაძლებელი ქულიდან 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.

კომენტარები