ელიტური კორუფცია

ჩინეთში უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

AFP

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ქვეყნის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ჭოუ იუნქანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჩინეთის უზენაესი სახალხო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 72 წლის ჭოუ იუნქანს კორუფციის გარდა ბრალი სხვა დანაშაულებებშიც ედება. სასამართლომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 7 წლით, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნებისთვის 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებაში აღიარებს დანაშაულს. ჭოუს უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა.

კომენტარები