საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე, რომელსაც უბრალოდ სჭირდება დრო, რომ განსხვავებული აზრი შეადგინოს. ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება, რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე. გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება და იძახოს, რომ ეს არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. და სამუდამოდ, მაგალითად რომელიმე საკონსტიტუციო მოსამართლემ გაიხანგრძლივოს თავის ვადა ხელოვნურად - ვერც ამას ვერ შეძლებს.
tbl.ge/234
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე. ცნობისთვის, პაპუაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა რუსთავი 2-ისა და უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ დაგეგმა.
ამავე თემაზე
- "იზღუდება გამოხატვის ყველა ფორმა, ომის საწინააღმდეგო ტექსტიც კი" – მოსამართლეთა სარჩელი
- GDI: ტურავა კობახიძის მიმართ წარმოების დაწყებას არ აპირებს, წყაროს არასარწმუნოდ მიიჩნევს
- საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, სტატუსი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებსაც მიენიჭებათ
- დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ნაცვლად მანანა კობახიძე დააწინაურეს
- საკონსტიტუციომ მაუწყებლის შესახებ კანონზე ტელეკომპანიების სარჩელი განსახილველად მიიღო