ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქალაქ გიზაში აფეთქებებს მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 პოლიციელი და ერთი მოქალაქე, რომელმაც აფეთქების ადგილას შემთხვევით ჩაიარა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ე.წ. ისლამური სახელმწიფო Twitter-ზე წერს, რომ 10 დაცვის თანამშრომელი მოკლეს, 20 კი დააზიანეს.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიცია ერთ-ერთ სახლში ტერორისტების დაკავების ოპერაციას ატარებდა.
სამართალდამცავებისათვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა და ერთ-ერთი ბომბი გაუვნებელყოფის დროს აფეთქდა. ეს ბინა დაჯგუფება „ტერორისტული მუსლიმური საძმოს" წევრების იყო.
ეგვიპტური საინფორმაციო სააგენტო Ahram Online კი აცხადებს, რომ აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 7 პოლიციელი და 3 მოქალაქე.
ტერორიზმი