ლევან ბერძენიშვილი

ბერძენიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია

საქართველოს ერთ-ერთ პრობლემას ახლავე გეტყვით და მინდა, რომ მაგას დროზე მივხედოთ. საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს ახლა მე ვერ გიკარნახებთ, მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, გასაგებია, თორემ ქართველი კაცები მზად იყვნენ ამ საქმის მოსაგვარებლად. გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცვლება. ანუ, საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა, რომ იცოდეთ. იგი ევროპას ემსგავსება ყველაზე უკუღმართული გზით – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში ეს გარკვეულია რატომ მოხდა – მუშაობენ და კარიერაზე არ უნდათ უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია მაგისთვის.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა ეს განცხადება პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კომენტარები