ტურიზმი

საქართველოს მთის კურორტებს წელიწადში $300 მილიონის გამომუშავება შეუძლია

snow.ge

საქართველოს მთის კურორტებს წელიწადში $300 მილიონის გამომუშავება შეუძლია. ამის შესახებ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Ernst & Young-ის ანგარიშიდან ირკვევა. პოტენციალის ათვისებისთვის კი მთის კურორტებზე ინვესტიციების ზრდაა საჭირო. 

დღეს საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში კოხტას რეაბილიტირებული საბაგირო გახსნა. 3.1 კილომერტიანი ტრასა საბაგიროს არარსებობის გამო გასული 8 წლის მანძილზე ამორტიზებული იყო. 

2016 წელს ბაკურიანში კომპანია GRDC გახსნის 500 საწოლიან 4 ვარსკვლავიან სასტუმროსა და 2000 საწოლზე გათვლილ აპარტ-ოტელს. ამ ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონი ლარია. ინვესტიციის ხელშესაწყობად კი სახელმწიფო 50 მილიონს გამოყოფს, რომლითაც მიტარბის საბაგირო მოეწყობა და სათხილამურო ტრასა გაკეთდება. პროექტის მიხედვით ბაკურიანი 12 თვიანი ტურიზმის ცენტრად უნდა იქცეს. 

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უკვე მუშაობს, 2016 წელს კი ბაკურიანისა და გუდაურის ყველა ტრასაზე იგეგმება ხელოვნური გათოვლიანების მოწყობა, რაზეც მთავრობა $24 მილიონს დახარჯავს, შედეგად კი სასტუმროებისთვის ტურისტული სეზონი გახანგრძლივდება.

კომენტარები