საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განიხილავენ. საკომიტეტეო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება შეხვედრები ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებთან, საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან.

დღის ბოლოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა, მან კი, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. მინისტრობის ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე არის წარდგენილი.

კომენტარები