ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი: ქართული პასპორტის საკითხი მორიგი ჩავარდნილი ნაბიჯი იქნება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ბიომეტრიული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ ცინიკურს უწოდებს და თვლის, რომ ქართული მხარის ეს ინიციატივა მორიგი ჩავარდნილი ნაბიჯი იქნება.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით საქართველოს პათოლოგიურ უუნარობაში მეზობლებთან "ზრდილობიანი" ურთიერთობის დამყარების საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამას გარდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ მათ მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში ჩასვლისთვის საჭირო ვიზის აღების დროს შესაძლოა, სირთულეები შეექმნათ, რაშიც დამნაშავედ საქართველოს ხელისუფლებას მიიჩნევენ.

კომენტარები