საქართველოს მთავრობა

ჯაფარიძე: კვირიკაშვილს ივანიშვილი მანევრირების დიდ სივრცეს არ მისცემს

ჩნდება კითხვა - მანევრირების რა სივრცეს მისცემს ივანიშვილი კვირიკაშვილს? მე მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი მანევრირების სივრცე ჰქონდა, ვიდრე ეს ექნება კვირიკაშვილს. ღარიბაშვილი ივანიშვილთან უფრო ახლოს იყო. კვირიკაშვილი ნახევარი ნაბიჯით შორს უნდა იყოს ივანიშვილისგან. არ მგონია, ივანიშვილმა კვირიკაშვილს მისცეს იმდენი სივრცე, რაც მისცა ღარიბაშვილს. აქედან გამომდინარე, რამდენად დამოუკიდებელი იქნება კვირიკაშვილი როგორც პრემიერი (თუ იქნება ის პრემიერი), რა სივრცე ექნება? მე მგონია, რომ ეს სივრცე არ იქნება დიდი.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები