დღეს, 18:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა თემასთან დაკავშირებით მართავს ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგს. თუმცა დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გადადგომას აპირებს. მედიაში გავრცელებული ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.





