ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ყველა რესპონდენტის 35% პასუხობს, რომ არ იცის, 16% - ქართული ოცნება, 10% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უარი პასუხზე - 15%, თავისუფალი დემოკრატები - 7%.
კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 64% პასუხობს, რომ, სავარაუდოდ, მიიღებდა, 36% - სავარაუდოდ, არ მიიღებდა.
მათი 18% ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხმას ქართულ ოცნებას აძლევს, 12%- კი ენმ-ს, თავისუფალ დემოკრატებს - 7%, ლეიბორისტულ პარტიასა და ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას 4-4%, პატრიოტთა ალიანსს - 3%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





