NDI-ის კვლევა

NDI: გადაწყვეტილი ამომრჩეველი: ქართული ოცნება - 30%, ენმ - 25%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 35%-ს გადაწყვეტილი აქვს.

მათი 30%, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნებაა, 25% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები 12%, 6-6% კი ლეიბორისტული პარტია და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 5%.

კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 64% პასუხობს, რომ, სავარაუდოდ, მიიღებდა, 36% - სავარაუდოდ, არ მიიღებდა.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელი პარტია გაიმარჯვებს, რესპონდენტთა 33% პასუხობს, რომ ქართული ოცნება, 9% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები