NDI-ის კვლევა

NDI: უმეტესობა ფიქრობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობას ენმ უკეთ გაუმკლავდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 22% ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ყველაზე კარგად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაუმკლავდება, ქართული ოცნება - 15%, თავისუფალი დემოკრატები - 8%, 34%-მა კი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები