ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68% თავს დასაქმებულად არ თვლის. კვლევაში მონაწილეთა 32% მიიჩნევს თავს დასაქმებულად.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს კვლევისას, NDI-ის გამოკითხულთა 66% არ მიიჩნევდა თავს დასაქმებულად, ხოლო 2014 წლის ოქტომბერში - 60%.
ამას გარდა, გამოკითხულთა უმეტესობა - 57% - ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





