ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 19% თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობას ყველაზე კარგად ქართული ოცნება გაუმკლავდება, 12% - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, არცერთი პარტია - 24%, ენმ და თავისუფალი დემოკრატები კი 6-6%.
გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდად რუსეთთან ურთიერთობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაუმკლავდება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





