მარჯვენასაჭიანი მანქანები

CJEU: მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვით დაირღვა ევროკავშირის კანონმდებლობა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2014 წლის მარტში დაადგინა, რომ პოლონეთმა და ლიტვამ დაარღვიეს ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც აკრძალეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი. 

სასამართლომ საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ მას თხოვნით მიმართა დაედგინა პროპორციული იყო თუ არა ორი ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილება უსაფრთხოების მოთხოვნასთან. ევროკომისია ამტკიცებდა, რომ თუ ავტომობილი აკმაყოფილებდა ევროკავშირის მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდრტებს, მაშინ მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. 

განაჩენში ნათქვამია, რომ პოლონეთისა და ლიტვის მიერ ბარიერების დაწესება აუცილებლად საგზაო უსაფრთხოებას არ უკავშირდება, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ გატარებული ზომები არ შეესაბამევა პროპორციულობის პრინციპს.

აქედან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა რომ პოლონეთმა და ლიტვამ ევროკავშირის კანონდებლობა დაარღვია და ამ ორ ქვეყანას ბარიერების მოხსნა მოთხოვა.

ცნობისთვის, 2016 წლის მარტიდან საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. შეზღუდვა არ შეეხებათ უკვე საქართველოში მყოფ ავტომობილებს ან რომლებიც ქვეყანაში 2016 წლის მარტამდე ჩამოვა. 

კომენტარები