მარჯვენასაჭიანი მანქანები

თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს: თქვენს ავტოებს არავინ ეხება

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია ისინიც დაირეგისტრირებთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ - თქვენ შეცდომაში შეყავხართ. აქციაზე სჯობს განიხილოთ რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში? საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში თუ კი ორივესაჭიანი მანქანები მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე? ჩემს პირად სატრანსპორტო საშუალებას - მოტოციკლეტს, საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ, თუმცა მაშინაც კი, როცა ავტომობილი ძალიან მინდოდა და ფული არ მყოფნიდა - მარჯვენასაჭიანი არ მიყიდია... რადგან ჩემი ქვეყანა მარცხენა სტანდარტს აღიარებდა. ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას - ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად

შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები