მარჯვენასაჭიანი მანქანები

პრემიერი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს [მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა] არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება... საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება. ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდენჯერაც ნებავთ, იმდენჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ და ა.შ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე.

კომენტარები