მარჯვენასაჭიანი მანქანები

თალაკვაძე: მთელი ქვეყანა მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვისაა დაგეგმილი

არჩილ თალაკვაძე
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კურიერთან საუბარში მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას განმარტავს. მისი თქმით, რეგულაცია არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე იმყოფება საქართველოში. ასევე გადამზიდავ კომპანიებს ეძლევათ 4-თვიანი ვადა, რომ უკვე შეკვეთილი მარჯვენასაჭიანი მანქანები საქართველოში ჩამოიტანონ. თალაკვაძე ამბობს, რომ მაჯრვენასაჭიანი მანქანები უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიან მარცხენასაჭიან მანქანებზე დაგეგმილ ქალაქში.

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. ჩვენ გვაქვს ჟენევის კონვენციით ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ვალდებულება, რომ უნიფიკაცია იყოს დაცული საგზაო მოძრაობისას. ქვეყანა დაგეგმილია მთლიანად მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, მთელი ინფრასტრუქტურა და ამ დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა იზრდება,"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, მაჯრვენასაჭიან მანქანებს შეეძლებათ 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე მათ, ვინც ტრანზიტით გაივლის საქართველოს. რაც შეეხება უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას, თალაკვაძე ამბობს, რომ უკვე ერთხელ დარეგისტრირებულ ავტომობილების გაყიდვისას მფლობელებს პრობლემები არ შეექმნებათ.

კომენტარები